აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფინეთის პრეზიდენტს ხვდება. აშშ-ის ლიდერი მეუღლესთან ერთად საული ნიინისტეს რეზიდენციაში იმყოფება.
შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურულია და პრესკონფერენცია დაგეგმილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი ფინეთში გუშინ საღამოს ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა. ორმხრივი მოლაპარაკებები დღეს თბილისის დროით 14:00 საათზე უნდა დაიწყოს და რამდენიმე საათი გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ პუტინი ჰელსინკიში ჯერ არ ჩასულა. მას ადგილობრივი დროით 12:00 საათის შემდეგ ელოდებიან.