აშშ-ის პრეზიდენტი დღეს პირველად გამოვა ყოველწლიური მიმართვით კონგრესში.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, თავის სიტყვაში პრეზიდენტი ყურადღებას აშშ-ის ეკონომიკაში მიღწეულ წინსვლაზე გაამახვილებს.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ასევე ისაუბრებს საიმიგრაციო პოლიტიკაში აუცილებელ რეფორმაზე.
დონალდ ტრამპი კონგრესში იმ ფონზე წარდგება, როდესაც აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდნეტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.
როგორც ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, კონგრესში გამოსვლისას აშშ-ის ლიდერი დემოკრატებს თანამშრომლებისკენ მოუწოდებს.
ტრამპის სიტყვით გამოსვლას თითქმის ყველა წამყვანი ამერიკული ტელეკომპანია პირადაპირ ეთერში აჩვენებს.
ტრადიციულად, დარბაზში იქნებიან აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, სამხედრო მაღალჩინოსნები და კაბინეტის წევრები.
აშშ-ის პრეზიდნეტის კონგრესში სიტყვით გამოვლის ტრადიცია უკვე 230 წელია არსებობს.
პირველი კონგრესმენების წინაშე ჯორჯ ვაშინგტონი გამოვიდა.
1988 წელს პრეზიდენტის კონგრესში გამოსვლა კოსმოსური ხომალდის „ჩელენჯერის“ კატასტროფის გამო გადაიდო.
ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა გადაიდო.