დონალდ ტრამპი ნატო-ს სამიტის ფარგლებში დეკემბერში დიდ ბრიტანეთს ეწვევა. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალურ ვიზიტს 2-4 დეკემბერს გამართავს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი კოლეგებთან თავდაცვის სფეროში ხარჯების გაზრდისა და კიბერუსაფრთხოების საკითხს განიხილავს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების შეხვედრასთან ერთად თეთრი სახლის ლიდერი მეუღლესთან ერთად ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ მეორის მიერ გამართულ მიღებას დაესწრება.