დონალდ ტრამპი დეკემბერში ბრიტანეთს ეწვევა
დონალდ ტრამპი დეკემბერში ბრიტანეთს ეწვევა

დონალდ ტრამპი ნატო-ს სამიტის ფარგლებში დეკემბერში დიდ ბრიტანეთს ეწვევა. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალურ ვიზიტს 2-4 დეკემბერს გამართავს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი კოლეგებთან თავდაცვის სფეროში ხარჯების გაზრდისა და კიბერუსაფრთხოების საკითხს განიხილავს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების შეხვედრასთან ერთად თეთრი სახლის ლიდერი მეუღლესთან ერთად ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ მეორის მიერ გამართულ მიღებას დაესწრება.