დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი წლის ბოლომდე შესაძლოა, სამჯერ შეხვდნენ
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები წლის ბოლომდე ერთმანეთს შესაძლოა, სამჯერ შეხვდნენ. ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, გამოცემა „იზვესტია“ ავრცელებს.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს მოლაპარაკებების გამართვა უნდა, მაგრამ ყველაფერი ორივე მხარის სურვილზეა დამოკიდებული.
დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილებად საფრანგეთი, სინგაპური და არგენტინა დასახელდა.
საფრანგეთში პირველი მსოფლიო ომის დასრულებასთან დაკაშირებული ღონისძიება გაიმართება, სინგაპურში აღმოსავლეთ აზიის სამიტი იგეგმება, არგენტინაში კი „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიმართება.