დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი შესაძლოა, ერთმანეთს ვიეტნამში შეხვდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შესაძლოა, ერთმანეთს ვიეტნამში შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელი შეხვედრის დეტალების განსახილველად ისინი ჰანოიში შეიკრიბნენ. შეხვედრის შესაძლო ადგილებს შორის განიხილება ინდონეზია და მონღოლეთიც.
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს პირველად გასულ წელს სინგაპურში შეხვდნენ. მხარეებმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმება დადეს.