დონალდ ტრამპი - ჩვენ არ ვყიდით მანქანებს ევროპაში, ისინი ჩვენთან მილიონობით მანქანას ყიდიან, არ იღებენ ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ჩვენ ვიღებთ მათსას, ევროკავშირი ძალიან საზიზღარია
დონალდ ტრამპი - ჩვენ არ ვყიდით მანქანებს ევროპაში, ისინი ჩვენთან მილიონობით მანქანას ყიდიან, არ იღებენ ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ჩვენ ვიღებთ მათსას, ევროკავშირი ძალიან საზიზღარია

ევროკავშირი ძალიან, ძალიან საზიზღარია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა ყიდის აშშ-ში მანქანებს, სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ხოლო პირიქით არ ხდება, ეს კი ცალმხრივი მოძრაობის ქუჩას ჰგავს. ტრამპის განცხადებით, ევროპელები ასევე უჩივიან ამერიკულ კომპანიებს და მილიარდობით დოლარს იღებენ.

„ჩვენ არ ვყიდით მანქანებს ევროპაში. ვგულისხმობ იმას, რომ პრაქტიკულად არ ვყიდით მანქანებს და ისინი ჩვენთან მილიონობით მანქანას ყიდიან. ისინი არ იღებენ ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ჩვენ ვიღებთ მათ პროდუქციას – ეს ცალმხრივი მოძრაობის მქონე ქუჩას ჰგავს. ევროკავშირი ძალიან, ძალიან საზიზღარია. ისინი ჩვენს კომპანიებს უჩივიან. Apple-ი იძულებული გახდა, გადაეხადა 16 მილიარდი საქმისთვის, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩემს საქმეებს, რომლებშიც გავიმარჯვე. ეს საქმეები საერთოდ არ უნდა ყოფილიყო სასამართლოში, თუმცა, საბოლოოდ, მათ ჰყავდათ ძალიან კეთილგანწყობილი მოსამართლე და მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ისინი უჩივიან Google-ს, უჩივიან Facebook-ს, ისინი უჩივიან ყველა ამ კომპანიას და იღებენ მილიარდობით დოლარს ამერიკული კომპანიებისგან“, – განაცხადა ტრამპმა.