დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული საფრთხე აღარ არსებობს
ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული საფრთხე აღარ არსებობს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ეს იყო გრძელი მოგზაურობა, თუმცა ახლა ყველას შეუძლია თავი უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს, ვიდრე იმ დღეს, როდესაც მე უფლებამოსილების შესრულებას შევუდექი“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრას „საინტერესო და პოზიტიური გამოცდილება“ უწოდა. ტრამპი ფიქრობს, რომ ჩრდილო კორეას სამომავლოდ დიდი პოტენციალი აქვს.