დონალდ ტრამპი - ჩინეთთან საქმის დაჭერა ძალიან ძვირი ჯდება
დონალდ ტრამპი - ჩინეთთან საქმის დაჭერა ძალიან ძვირი ჯდება

როგორც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვამბობდი, ჩინეთთან საქმის დაჭერა ძალიან ძვირი ჯდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„როგორც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვამბობდი, ჩინეთთან საქმის დაჭერა ძალიან ძვირია. ჩვენ ახლახან დავდეთ დიდი სავაჭრო შეთანხმება, მელანი ჯერ შემშრალი არ იყო და მსოფლიოს ჩინეთიდან შავი ჭირი დაატყდა თავს.

100 სავაჭრო შეთანხმებაც ვერ შეცვლიდა ვითარებას – მრავალი უდანაშაულო სიცოცხლე დაიკარგა!“ – წერს დონალდ ტრამპი.