დონალდ ტრამპი – ჩინეთთან საქმის დაჭერა ძალიან ძვირი ჯდება
როგორც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვამბობდი, ჩინეთთან საქმის დაჭერა ძალიან ძვირი ჯდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„როგორც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვამბობდი, ჩინეთთან საქმის დაჭერა ძალიან ძვირია. ჩვენ ახლახან დავდეთ დიდი სავაჭრო შეთანხმება, მელანი ჯერ შემშრალი არ იყო და მსოფლიოს ჩინეთიდან შავი ჭირი დაატყდა თავს.
100 სავაჭრო შეთანხმებაც ვერ შეცვლიდა ვითარებას – მრავალი უდანაშაულო სიცოცხლე დაიკარგა!“ – წერს დონალდ ტრამპი.
As I have said for a long time, dealing with China is a very expensive thing to do. We just made a great Trade Deal, the ink was barely dry, and the World was hit by the Plague from China. 100 Trade Deals wouldn’t make up the difference – and all those innocent lives lost!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) May 13, 2020