დონალდ ტრამპი - ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და რუსეთთან უფრო მარტივია საქმის დაჭერა, ვიდრე აშშ-ში დემოკრატებთან
ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და რუსეთთან უფრო მარტივია საქმის დაჭერა, ვიდრე დემოკრატებთან,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა უისკონსინში, ხომალდმშენებელ ქარხანაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ერთმა ჩემმა მეგობარმა, ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა მკითხა – რომელ ერთან უფრო რთულია საქმის ქონა – ჩინეთი? რუსეთი, თუ ჩრდილოეთ კორეა? ვუპასუხე: არა, ყველაზე რთული, რომელთანაც საქმის ქონა ძნელია, ეს დემოკრატები არიან აშშ-ში. დემოკრატებთან გაცილებით რთულია, ვიდრე რომელიმე ამ ხალხთან. ესენი გაცილებით არაგონივრულები არიან და სინამდვილეში, ცოტა გიჟები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.