დონალდ ტრამპი - ბაიდენს წლების განმავლობაში ჩანაწერები სრულიად დაუცველი ჰქონდა, მოპარულიც კი, როდესაც სენატორი იყო
საპრეზიდენტო ჩანაწერების შესახებ კანონის თანახმად, მე მაქვს უფლება, გავაკეთო ეს ყველაფერი. არანაირი დანაშაული არ ყოფილა, – წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში მისთვის წაყენებული ბრალდების შესახებ.
ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენს ჩანაწერები წლების განმავლობაში ჰქონდა სრულიად დაუცველი, მოპარულიც კი, როდესაც ის სენატორი იყო.
ტრამპმა ბაიდენი დოკუმენტების ჩინეთსა და ბოსტონში, ასევე მისი ადვოკატის ოფისში გადატანაშიც დაადანაშაულა.
„დასამალი არაფერი მქონია და არც ახლა მაქვს“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე აქვს წარდგენილი, მათ შორის 31 ეპიზოდზე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის განზრახ შენახვის ედავება.