დონალდ ტრამპი - აშშ-მა არასამართლიანი სავაჭრო შეთანხმების ეპოქა დაასრულა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არასამართლიანი სავაჭრო შეთანხმების ეპოქა დაასრულა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ყველა ძველი შეთანხმება გადაიხედება და ახალი შეთანხმება გაფორმდება.
„ამერიკამ ბოლოს და ბოლოს დაასრულა არასამართლიანი სავაჭრო შეთანხმებების ეპოქა, რომლებიც წლების განმავლობაში ფორმდებოდა. ამ შეთანხმებებმა მოგვპარა ღირებულებები და ჩვენი კომპანიები ქვეყნიდან გაიყვანა. ეკონომიკური დათმობის დრო დასრულდა. ამ წუთიდან, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები იქნება სამართლიანი და ორმხრივად სასარგებლო. გადავხედავთ ცუდ შეთანხმებებს და გავაფორმებთ ახლებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.