დონალდ ტრამპი - აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიება 30-მდე მილიონი დოლარი დაჯდა
ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიება 30-მდე მილიონი დოლარი დაჯდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.
თეთრი სახლის ლიდერმა სპეციალურ პროკურორ რობერტ მიულერის გამოძიებას კვლავ „ალქაჯებზე ნადირობა“ უწოდა და გამოძიების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„დროა, დასრულდეს ალქაჯებზე ნადირობა. ორწლიანი გამოძიებითა და მილიონობით გვერდიანი დოკუმენტით (და 30 მილიონ დოლარზე მეტის დახარჯვის შემდეგ) ირკვევა, რომ რაიმე შეთქმულება არ ყოფილა“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი მიკრობლოგის პირად გვერდზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქმეში მტკიცებულებების არარსებობის შესახებ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება რობერტ მიულერს არ დაუდასტურებია.
ცოტა ხნის წინ, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით არსებული საქმის სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი, მაიკლ კოენი გამოძიებასთან თანამშრომლობდა. მიულერმა განაცხადა, რომ მან სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდა და სასამართლოს მოუწოდა, კოენი არ დააკაონ.
მომდევნო კვირაში დონალდ ტრამპი ყოფილ ადვოკატ მაიკლ კოენს შესაძლოა, ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯოს. მას წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევაში, ასევე სხვა ფინანსურ დანაშაულებსა და კონგრესის წინაშე ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ.