აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკულმა მედიასაშუალებებმა კონტროლი დაკარგეს და ქვეყნის რეპუტაციას ზიანს აყენებენ.
„ამ კვირის განმავლობაში მატყუარა მედიასაშუალებებმა არაერთი ყალბი და დისკრედიტაციისკენ მიმართული ინფორმაცია გაავრცელეს. მათ კონტროლი დაკარგეს. ინფორმაციის სწორად გადაცემა მათთვის აღარაფერს წარმოადგენს“, – წერს დონალდ ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის რეპუტაციის შესანარჩუნებლად, მის ადმინისტრაციას მედიის მიერ გავრცელებული მცდარი ცნობების უარყოფა უწევს.
მანამდე დონალდ ტრამპმა მედიასაშუალებებს კონკურსის ჩატარება შესთავაზა ყველაზე „უსინდისო, დამახინჯებული და გაყიდული“ ინფორმაციის გამოსავლენად.