დონალდ ტრამპი - ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც წარმოებას ჩინეთში გადაიტანენ, დიდ გადასახადს დავუწესებთ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც წარმოებას ჩინეთში ან სხვა ქვეყნებში გადაიტანენ, მაღალი გადასახადები დაუწესდებათ. ამის შესახებ განცხადება ტრამპმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენ დავაბრუნებთ სამუშაო ადგილებს ჩინეთიდან აშშ-ში და ჩვენ გადასახადებს დავუწესებთ კომპანიებს, რომლებიც ამერიკას ტოვებენ, რათა სამუშაო ადგილები ჩინეთში და სხვა ადგილებში შექმნან. თუ ამის გაკეთება აქ არ შეუძლიათ, მაშინ მათ დიდ გადასახადს დავუწესებთ. ჩვენ ასეთ კომპანიებთან ფედერალურ კონტრაქტებს არ დავდებთ“, – განაცხადა ტრამპმა.