დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოებას ტომ ჰომანი უხელმძღვანელებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოებას ტომ ჰომანი უხელმძღვანელებს

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოებას ტომ ჰომანი უხელმძღვანელებს, რომელიც ტრამპის წინა ადმინისტრაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ყოფილი დირექტორი და საზღვრის კონტროლის ერთგული დამცველი ტომ ჰომანი შეუერთდება ტრამპის ადმინისტრაციას და იქნება პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის საზღვრებზე, მათ შორის სამხრეთ და ჩრდილოეთ საზღვრებზე, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოებაზე“, – დაწერა ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ჰომანი „უხელმძღვანელებს არალეგალი უცხოელების დეპორტაციას თავიანთი წარმომავლობის ქვეყნებში“.