დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მშვიდობას აღადგენს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მშვიდობას აღადგენს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა სოციალურ ქსელში დაწერა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მთელ მსოფლიოში ქრისტიანები არ იქნებიან უსაფრთხოდ, თუ კამალა ჰარისი იქნება შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
„კამალა ჰარისს არაფერი გაუკეთებია, როდესაც 120 000 სომეხ ქრისტიანს არცახში საშინლად დევნიდნენ და იძულებით გადაასახლეს. ქრისტიანები მთელ მსოფლიოში არ იქნებიან უსაფრთხოდ, თუ კამალა ჰარისი იქნება შეერთებული შტატების პრეზიდენტი. პრეზიდენტი როდესაც ვიქნები, მე დავიცავ დევნილ ქრისტიანებს, ვიმუშავებ ძალადობისა და ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად და ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.