დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აშშ-ში ემიგრანტების ნაკადს არ ზღუდავენ, შესაძლოა ტარიფები დააწესოს
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შესაძლოა, არალეგალური მიგრაციის გამო ტარიფები დააწესოს იმ ქვეყნებისთვის, მათ შორის ჩინეთისთვის, რომლებიც თავიანთი ტერიტორიიდან აშშ-ში ემიგრანტების ნაკადს არ ზღუდავენ.
ამის შესახებ მან არიზონის შტატში ერთ-ერთ საარჩევნო ღონისძიებაზე განაცხადა.
კითხვაზე, თუ როგორ შეაჩერებს არალეგალურ მიგრაციას, ტრამპმა თქვა: „ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ეკონომიკური ძალა“.
„თუ ისეთი ქვეყანა, როგორიცაა ჩინეთი, არ დაეხმარება ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრანტების ნაკადის შეკავებას, ჩვენ გვაქვს ისეთი რამ, რასაც ტარიფები ჰქვია“, -აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის მთავრობის მონაცემებით, 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან 2024 წლის 30 აპრილამდე აშშ-ის სასაზღვრო პატრულმა მექსიკასთან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის დროს 27 000-ზე მეტი ჩინელი მიგრანტი დააკავა.