დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა, ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფი გაზარდოს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა, ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფი გაზარდოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა, ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფი გაზარდოს.

ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CNBC-თან ინტერვიუში გააკეთა.

2017 წელს ამერიკაში ჩინეთიდან 505,5 მილიარდი დოლარის პროდუქცია შევიდა. პრეზიდენტი სწორედ ჩინეთსა და ევროკავშირს ადანაშაულებს იმაში, რომ დოლარის კურსი მაღალია. ტრამპის თქმით, ეს ამერიკულ ბიზნეს მნიშვნელოვნად აზიანებს.

ივნისში ტრამპმა ჩინური წარმოების 50 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტის დაბეგვრის ბრძანება გასცა. გავრცელებული ინფორმაციით, უკვე დაიბეგრა 34 მილიარდი დოლარის იმპორტი, ანალოგიურად მოიქცა ჩინეთიც.