აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდება.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტს შეხვედრის ზუსტი დრო არ დაუსახელებია. ტრამპმა კორეათაშორისი მე-5 სამიტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, რომელიც ფხენიანში 18-20 სექტემბერს ტარდება.
დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ბირთვული გამოცდების შეჩერებისა და საგამოცდო ცენტრების გაუქმების პირობა დადო.