დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის შეუფერებელია და დემოკრატიას საფრთხეს უქმნის
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის შეუფერებელია და დემოკრატიას საფრთხეს უქმნის

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის შეუფერებელია და დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ინდეფენდენტი“ ავრცელებს.

მისივე თქმით, კამალა ჰარისი ხედავს, რომ ის ამ არჩევნებს აგებს და თანაც ძალიან მწარედ.

„ის სულ უფრო და უფრო ამძაფრებს რიტორიკას, იქამდეც კი მივიდა, რომ მე ადოლფ ჰიტლერს მადარებს და ყველაფერს სხვას, რაც მის დამახინჯებულ გონებაში მოდის“, – წერს ტრამპი სოციალიურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ამომრჩეველი ზრუნავს, ქვეყანას დიქტატორისა და ფაშისტის თაყვანისმცემელი არ ჰყავდეს. ჰარისმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი საშიშია.