დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის მხრიდან ურანის გამდიდრება ცუდი ნაბიჯია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის მხრიდან ურანის გამდიდრება ცუდი ნაბიჯია.
„თუ ირანი შეძლებს, აგენტ რობერტ ლევინსონი დაუბრუნოს აშშ-ს, რომელიც 12 წლის წინ ერაყში გაუჩინარდა, ეს იქნება ძალიან პოზიტიური ნაბიჯი. ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, ირანი ურანს ამდიდრებს. ეს კი ძალიან ცუდი ნაბიჯი იქნება“,- წერს აშშ-ის პრეზიდენტი მიკრობლოგ „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ირანმა ურანის გამდიდრება დაიწყო.