დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის მხრიდან ურანის გამდიდრება ცუდი ნაბიჯია

09:57, 11.11.2019

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის მხრიდან ურანის გამდიდრება ცუდი ნაბიჯია.

„თუ ირანი შეძლებს, აგენტ რობერტ ლევინსონი დაუბრუნოს აშშ-ს, რომელიც 12 წლის წინ ერაყში გაუჩინარდა, ეს იქნება ძალიან პოზიტიური ნაბიჯი. ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, ირანი ურანს ამდიდრებს. ეს კი ძალიან ცუდი ნაბიჯი იქნება“,- წერს აშშ-ის პრეზიდენტი მიკრობლოგ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ირანმა ურანის გამდიდრება დაიწყო.

მსგავსი