დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ნიკი ჰეილის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე არ განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნიკი ჰეილის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე არ განიხილავს.
ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ტრამპის გამოხმაურება axios-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, სადაც საუბარია, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობაზე ნიშნავდა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში თავის კონკურენტს, ნიკი ჰეილის.
„ნიკი ჰეილი არ განიხილება ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, მაგრამ მე მას წარმატებას ვუსურვებ!“ – წერს ტრამპი.
გამოცემა axios-ი წერდა, რომ ტრამპი ჰეილის კანდიდატურას განიხილავდა იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული იქნებოდა, რომ იგი დაეხმარებოდა მას საპრეზიდენტო არჩევნებსა და სასამართლო განხილვებზე.