დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატებმა არჩევნებში კარგი შედეგი აჩვენეს და, პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, მზად არის, მათთან თანამშრომლობა განაგრძოს

10:01, 04.11.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატებმა არჩევნებში კარგი შედეგი აჩვენეს და, მასთან ხანგრძლივი პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, მზად არის, მათთან თანამშრომლობა განაგრძოს, მათ შორის იმიგრაციის საკითხზე.

„ვფიქრობ, დემოკრატებმა კარგად იმუშავეს. ნამდვილად ასე ვფიქრობ. მათ დიდი ბრძოლა გასწიეს. დიდი ხანია, ჩემ წინააღმდეგ იბრძვიან. ეს დაპირისპირება, უკვე დიდი ხანია, გრძელდება“, – განაცხადა ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო საუბრისას.

ტრამპის თქმით, ადმინისტრაცია დემოკრატებთან ყველა საკითხზე თანამშრომლობას ვერ შეძლებს, თუმცა იმიგრაციის სფეროში შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ხედავს.

მისი განცხადებით, იმიგრაცია მნიშვნელოვანი საკითხია და ამ მიმართულებით ორივე პარტიას თანამშრომლობა უნდა შეეძლოს.

მსგავსი