დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებში დიდი პროგრესია მიღწეული
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებში დიდი პროგრესია მიღწეული

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებში დიდი პროგრესია მიღწეული. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების წინ განაცხადა. ტრამპის თქმით, როგორც ჩანს, საკმაოდ მალე აშშ-ჩრდილოეთ კორეის მეორე სამიტი გაიმართება.

„ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობები ძალიან კარგია. როგორც ჩანს, საკმაოდ მალე მეორე სამიტი გვექნება. როგორც იცით, კიმ ჩენ ინმა ლამაზი წერილი გამომიგზავნა, რომელშიც მეორე შეხვედრის გამართვა მთხოვა. ჩვენ ამას გავაკეთებთ. სახელმწიფო მდივანი პომპეო ამაზე იმუშავებს უახლოეს მომავალში. ჩრდილოეთ კორეასთან მიღწეულია დიდი პროგრესი. ვიდრე აქამდე მივიდოდით, განსხვავებული მსოფლიო გვქონდა, ეს ძალიან საშიში დრო იყო. ახლა, ერთი წლის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა“, – განაცხადა ტრამპმა.