დონალდ ტრამპი აცახადებს, რომ აშშ დღეს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და მდიდარია, ვიდრე მისი გაპრეზიდენტების დროს
აშშ უფრო ძლიერი, უსაფრთხო და მდიდარია, ვიდრე ის იყო დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების დროს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დონალდ ტრამპმა გამოსვლა თავისი ადმინისტრაციის მიღწევებზე საუბრით დაიწყო.
„ერთი წლის წინ თქვენს წინაშე ამ დიდ დარბაზში პირველად წარვდექი, მე ვისაუბრე ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეებზე და წარვადგინე ჩემი ხედვა, თუ როგორ უნდა მიგვეღწია უფრო ნათელი მომავლისთვის. დღეს მსურს გაერო-ს გენერალურ ასამბლეას გავუზიარო ის განსაკუთრებული პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ. ორ წელზე ნაკლებ დროში ჩემმა ადმინისტრაციამ აშშ-ის ისტორიაში თითქმის ყველა ადმინისტრაციაზე მეტი გააკეთა“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ეკონომიკურ მიღწევებზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს ამერიკის ეკონომიკა ყვავის ისე, როგორც არასდროს, უმუშევრობის დონე კი, ქვეყანაში ბოლო 50 წლის განმავლობში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაციის პირობებში ოთხ მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, გაძლიერდა სასაზღვრო უსაფრთხოება, იზრდება სამხედროების ძალაუფლება.
„აშშ უფრო ძლიერი, უსაფრთხო და მდიდარია, ვიდრე იყო მაშინ, როდესაც მე ოფისში მოვედი“, – აღნიშნა ტრამპმა.