დონალდ ტრამპი 2020 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2020 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ეს განცხადება მან ბრიტანეთში ვიზიტის დროს გააკეთა.
„დიახ, არჩვენებში მონაწილეობას მივიღებ. როგორც ვხედავ, ყველას სურს, რომ ასე მოვიქცე“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბრიტანულ Daily Mail-თან ინტერვიუში.
ჟურნალისტი დაინტერესდა, განიხილავს თუ არა ტრამპი დემოკრატიული პარტიიდან ვინმეს რეალურ კონკურენტად.
„ყველა ვიცი და ვერავის ვხედავ ისეთს, ვისაც არჩევნების მოგება შეუძლია“, – განაცხადა ტრამპმა.
ინტერვიუს დროს პრეზიდენტმა ბრიტანეთის დედოფალზეც ისაუბრა. დონალდ ტრამპის თქმით, ელისაბედ მეორე შესანიშნავი ქალია.
„შესანიშნავი ქალია. ამდენი ენერგია აქვს, ნიჭი. შესანიშნავი ქალბატონია და ძალიან ლამაზი. მასთან შეხვედრა დიდი პატივი იყო“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.