დონალ ტრამპი - აპრილში 20 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვა სიურპრიზი არ ყოფილა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აპრილის თვეში ქვეყანაში 20 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვა სიურპრიზი არ ყოფილა.
„დემოკრატებიც კი, არ მაკრიტიკებენ ამის გამო. რისი გაკეთებაც შემიძლია, არის ის, რომ ეს ადგილები უკან დავაბრუნო,“ – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ფოქსთან“ ინტერვიუში.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში აპრილის თვეში 20 მილიონმა ადამიანმა დაკარგა სამსახური.
შედეგად, უმუშევრობის დონე ქვეყანაში 14,7 პროცენტამდე გაიზარდა, რაც აშშ-სთვის რეკორდული მაჩვენებელია. მარტში ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონე 4.4 პროცენტი იყო.