დომინიკელთა რესპუბლიკაში ტროპიკულმა ქარიშხალმა „ფრანკლინმა“ პრობლემები შექმნა
დომინიკელთა რესპუბლიკაში ტროპიკულმა ქარიშხალმა „ფრანკლინმა“ პრობლემები შექმნა

დომინიკელთა რესპუბლიკაში ტროპიკული ქარიშხლის, „ფრანკლინის“ გამო დედაქალაქში ქუჩები დაიტბორა. სანტო დომინგოში ადგილობრივ მოსახლეობას დატბორილ ქუჩებში უწევს სიარული.

აშშ-ში დაფუძნებულმა ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ ეს სიცოცხლისთვის სახიფათო წყალდიდობაა.

დომინიკის რესპუბლიკის გადაუდებელი ოპერაციების ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 312 ადამიანი თავშესაფრებშია გადაყვანილი.

ამასთან, 25 პროვინციაში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. 100 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. დროებით დახურული იყო ქვეყნის სამი საერთაშორისო აეროპორტიც.