„დოიჩე ველე“ - ვლადიმერ პუტინის მეგობარმა ბიზნესმენმა სანქციების გამო, თვითმფრინავი გაყიდა
„დოიჩე ველე“ - ვლადიმერ პუტინის მეგობარმა ბიზნესმენმა სანქციების გამო, თვითმფრინავი გაყიდა

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის მეგობარ ბიზნესმენ გენადი ტიმჩენკოს, სანქციების გამო, თვითმფრინავის გაყიდვა მოუხდა. საუბარია ლაინერზე Gulfstrem G650-ი, რომლის ტექნიკურ მომსახურებაზე კომპანიამ უარი თქვა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ტიმჩენკო აშშ-ის „შავ სიაში“ მოხვდა.

ჟურნალისტების ცნობით, Gulfstrem G650-ის ღირებულება დაახლოებით 60 მილიონი ევროა. ინფორმაციას ტიმჩენკოს მიერ თვითმფრინავის გასხვისების შესახებ სააგანტო Reuters-იც ადასტურებს. თავად ბიზნესმენი და მისი წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ უკვე წლებია ამ ლაინერთან შეხება არ ჰქონიათ. თუმცა, საავიციო რეესტრში აღნიშნულია, რომ თვითმფრინავის ახალი მფლობელი ივნისიდან კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „Amerivo Holdings Limited“-ია, რომელიც თავის მხრივ, რუსულ ფონდს ეკუთვნის.

Reuters-ის ინფორმაციით, გენადი ტიმჩენკომ თვითმფრინავი 2013 წელს შეიძინა. ერთი წლის შემდეგ რუსი ბიზნესმენი, აშშ-ის „შავ სიაში“ მოხვდა, რომელიც 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიასთან დაკავშირებით შეადგინეს.