„კოვიდ 19“-ის გაშუქებისას მთავრობის ცენზურისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით, მსოფლიოს მასშტაბით 87 ჟურნალისტი დააკავეს
„კოვიდ 19“-ის გაშუქებისას მთავრობის ცენზურისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით, მსოფლიოს მასშტაბით 87 ჟურნალისტი დააკავეს

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, მთავრობის ცენზურისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით, მსოფლიოს მასშტაბით, „კოვიდ-19“-ის გაშუქების გამო 387 ჟურნალისტი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ არასამთავრობო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყველაზე რთული მდგომარეობა ჩინეთშია, სადაც ბოლო ერთ წელში „კოვიდ-19“-ის გაშუქების გამო 117 ჟურნალისტი დააპატიმრეს, საუდის არაბეთში – 34, ეგვიპტეში – 30, ვიეტნამში – 28 და სირიაში – 27.

არასამთავრობო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშში ბელარუსიც მოხვდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს.