„დოიჩე ველე“ - გერმანია უკრაინას საბჭოთა წარმოების ანტისაჰაერო რაკეტებს მიაწვდის
„დოიჩე ველე“ - გერმანია უკრაინას საბჭოთა წარმოების ანტისაჰაერო რაკეტებს მიაწვდის

გერმანია უკრაინას საბჭოთა წარმოების ანტისაჰაერო რაკეტებს მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ გერმანიის მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების 2 700 ერთეული ანტისაჰაერო რაკეტის, „სტრელას“ მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მედია წერს, იარაღს უკრაინას იმ საწყობებიდან მიაწვდიან, რომლებიც საბჭოთა კონტროლირებად აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 500 ერთეული „სტინგერის“ რაკეტის და 1 000 ერთეული ანტისატანკო იარაღის მიწოდების გადაწყვეტილებაც მიიღო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.