„დოიჩე ველე“ – ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანიის მომდევნო პრეზიდენტი ქალი უნდა იყოს
გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს სურს, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი ქალი გახდეს, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
მერცმა ბერლინში, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პარტიას პოლიტიკური ცენტრის კანდიდატს შესთავაზებს, ისეთს, ვისზეც შეთანხმება მარტივი იქნება. „დოიჩე ველეს“ ცნობით, მერცის აზრით, ეს ქალი უნდა იყოს.
შტაინმაიერი, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია, პრეზიდენტის პოსტზე 2017 წელს დაინიშნა, მისი მეორე ვადა 2027 წლის მარტში მთავრდება.
ვარაუდობენ, რომ პოსტზე „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ შესაძლოა, საკუთარი რიგებიდან წარადგინოს ბუნდესტაგის ამჟამინდელი სპიკერი იულია კლიოკნერი, საოჯახო საქმეთა მინისტრი კარინ პრინი ან თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი.