„დოიჩე ველე“ - ევროკავშირმა შესაძლოა, ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობას სანქციების მეხუთე პაკეტი ნოემბერში დაუწესოს
ევროკავშირმა შესაძლოა, ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობას სანქციების მეხუთე პაკეტი ნოემბერში დაუწესოს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ევროკავშირის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვმუშაობთ სანქციების მეხუთე პაკეტზე, რომელსც ალბათ ნოემბერში დავამტკიცებთ“, – განუცხადა „დოიჩე ველეს“ წყარომ.
ევროკავშირმა ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობას პერსონალური სანქციების ოთხი პაკეტი უკვე დაუწესა – სამი გასულ წელს, ერთი კი ივნისის თვეში. ამჟამად, სანქციების სიაში 166 ადამიანია, მათ შორის ლუკაშენკო.