„დოიჩე ველე“ – ევროკავშირმა შესაძლოა, ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობას სანქციების მეხუთე პაკეტი ნოემბერში დაუწესოს

15:15, 15.10.2021

ევროკავშირმა შესაძლოა, ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობას სანქციების მეხუთე პაკეტი ნოემბერში დაუწესოს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ევროკავშირის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვმუშაობთ სანქციების მეხუთე პაკეტზე, რომელსც ალბათ ნოემბერში დავამტკიცებთ“, –  განუცხადა „დოიჩე ველეს“ წყარომ.

ევროკავშირმა ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობას პერსონალური სანქციების ოთხი პაკეტი უკვე დაუწესა – სამი გასულ წელს, ერთი კი ივნისის თვეში. ამჟამად, სანქციების სიაში 166 ადამიანია, მათ შორის ლუკაშენკო.

მსგავსი