„დოიჩე ველე“ - ჩინეთმა ბირთვული პოტენციალის მქონე ახალი ზებგერითი რაკეტა გამოსცადა
ჩინეთმა ბირთვული პოტენციალის მქონე ახალი ზებგერითი რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, იარაღის გამოცდა აგვისტოში განხორციელდა და დღემდე არ იყო ცნობილი აშშ-ის დაზვერვისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ზებგერითმა რაკეტამ დედამიწას შემოუარა გარშემო და ამის შემდეგ დაეშვა სამიზნის გასანადგურებლად, თუმცა სამიზნეს ასცდა. ცდომილებამ 32 კილომეტრი შეადგინა.
მედიის ცნობით, ჩინეთის მთავრობას არ განუცხადებია ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ, როგორც ჩვეულებრივ ხდება, რამაც ამერიკელი ექსპერტების გაკვირვება გამოიწვია. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი რაკეტა მიზანს ასცდა, ზებგერითი იარაღის წარმოების კუთხით, ჩინეთი აშშ-ზე წინ წავიდა.