ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჩინეთმა 1.6 მილიონი ტონა რუსული ნავთობი შეისყიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჩინეთი ევროპაში კორონავირუსის გავრცელების გამო, ნავთობზე შემცირებული მოთხოვნით სარგებლობს და გაიაფებულ რუსულ ნავთობს, მარაგის შესავსებად ყიდულობს.
საკონსალტინგო ჯგუფ ვუდ მაკენზის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წელს ჩინეთში ნავთობის სტრატეგიული და კომერციული მარაგის მოცულობა 1.15 მილიარდ ბარელს მიაღწევს.
2019 წელს ჩინეთის ნავთობის მარაგი 900 მილიონ ბარელს შეადგენდა.