დოჰას ცენტრში, დროშების მოედანზე საქართველოს შესახებ ბანერი განთავსდა და საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა
კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოსა და კატარის ეროვნული მუზეუმის ერთობლივი თანამშრომლობით, დოჰას ცენტრში მდებარე დროშების მოედანზე (Flag Plaza) საქართველოს ბანერის გახსნა და საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ,დოჰაში Flag Plaza-ზე არსებულ ციფრულ ეკრანზე საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება ათი დღის განმავლობაში ყოველდღე გაგრძელდება.
„2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში Flag Plaza იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტურისტული ლოკაცია, რომელიც ჩემპიონატის ფარგლებში მრავალ კულტურულ, სანახაობრივ და გასართობ ღონისძიებას უმასპინძლებს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.