დნიპროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც სამართალდამცველმა მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა, უკრაინის პოლიციამ პატრულის თანამშრომელთა სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის მუხლით საქმე აღძრა
დნიპროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც სამართალდამცველმა მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა, უკრაინის პოლიციამ პატრულის თანამშრომელთა სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის მუხლით საქმე აღძრა

დნიპროში 29 აგვისტოს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რა დროსაც სამართალდამცველმა მოძრაობის წესების დარღვევისთვის გაჩერებული მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა, უკრაინის პოლიციამ პატრულის თანამშრომელთა სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის ნაციონალური პოლიციის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

სამართალდამცველთა ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს ინციდენტის გარემოებების დადგენა.

უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფის მცდლეობისთვის 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, 29 აგვისტოს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დნიპროში მოძრაობის წესების დარღვევისთვის მანქანა გააჩერა. გავრცელებული ცნობით, მძღოლი და მგზავრი სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემოჩილნენ, მანქანის მძღოლმა, უკრაინის მოქალაქე ჯუმბერ სილაგავამ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ მის წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ფიზიკური დაპირისპირების დროს პოლიციელმა ტაბელური იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც სილაგავა სასიკვდლოდ დაიჭრა. დაწყებულია სამსახურეობრივი გამოძიება იარაღის კანონზომიერად გამოყენების დასადგენად. ამჟამად ინციდენტის მონაწილე პოლციელებს უფლებამოსილება აქვთ შეჩერებული. მოგვიანებით უკრაინის საპატრულო პოლციამ კამერებისა და სამხრე კამერების ჩანაწერები გამოაქვეყნა.