დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰზე რუსეთის ძალების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი - ცხრამდე, დაშავებულთა კი 29-მდე გაიზარდა
რუსეთის ძალების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი – ცხრამდე, დაშავებულთა კი 29-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, დაშავებულებს შორის ხუთი ბავშვია.
რუსეთის ძალებმა კრივი-რიჰზე თავდასხმა 12 ივნისს საღამოს განახორციელეს. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „რუსული ტერორი ადასტურებს იმას, რომ უკრაინამ თავის პარტნიორებთან ერთად უნდა გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა“.