დმიტრო კულებას ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი 2024 წლის გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2024 წლის გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, პრეზიდენტი განიხილავს ამ საკითხს.
როგორც დიპლომატი აღნიშნავს, ომის პირობებში არჩევნების გამართვა უპრეცედენტო გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისთვის, ასევე ომში მყოფი სამხედროებისა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის უზრუნველყოფის კუთხით.
აღსანიშნავია, რომ საომარ მდგომარეობაში, კანონმდებლობით, არჩევნების ჩატარება სავალდებულო არ არის და მისი გადატანა შესაძლებელია. როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევნებში მონაწილეობის მიღება კვლავ სურს.