დმიტრო კულებამ მათ, ვინც უკრაინის კონტრშეტევის ტემპს აკრიტიკებს, მოუწოდა, თავად ჩაერთონ საბრძოლო მოქმედებებში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მათ, ვინც უკრაინის კონტრშეტევის ტემპს აკრიტიკებს, მოუწოდა, თავად ჩაერთონ საბრძოლო მოქმედებებში.
ამის შესახებ განაცხადება უკრაინელმა დიპლომატმა „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში გააკეთა.
როგორც მედია წერს, ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად კულებამ ხუმრობით ურჩია მათ, ვისაც უკრაინის კონტრშეტევის ტემპი არ აკმაყოფილებთ, გაწევრიანდნენ „უცოხელი მებრძოლების ლეგიონში“ და დაეხმარონ უკრაინას წინსვლაში.
„ძალიან იოლია თქმა, რომ ყველაფერი უფრო სწრაფად გინდა, მაშინ როდესაც ადგილზე არ ხარ“, – განაცხადა კულებამ.
ამასთან, დმიტრო კულებამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კიევს სჭირდება დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერა, ვიდრე უკრაინელი სამხედროები უკრაინის ტერიტორიას რუსი სამხედროებისგან სრულად გაათავისუფლებენ.
„სიმართლე ისაა, რომ ვიდრე გავიმარჯვებთ, ჩვენ გვჭირდება მეტი, ჩვენ გვჭრდება წინსვლა, რადგან ომი რეალობაა, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, სხვა გზა არ არსებობს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.