დმიტრო კულებას განცხადებით, მათი მოკავშირეების მხრიდან რუსული აგრესიის შეკავებას სამი ელემენტი გააჩნია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, მათი მოკავშირეების მხრიდან რუსული აგრესიის შეკავებას სამი ელემენტი გააჩნია და ოფიციალური კიევი აქტიურად თანამშრომლობს დასავლელ პარტნიორებთან. ამის შესახებ უკრაინელმა დიპლომატმა გერმანულ გამოცემა „ზეიტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს არის ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ სიტყვიერი მხარდაჭერა. ეს არის სამმხრივი შეკავების სტრატეგია. პირველი – აშკარა პოლიტიკური სიგნალი, რომელიც უკვე გაისმა. მეორე – სანქციების სერია, ან სხვა შემზღუდავი ნორმები. მოსკოვმა იცის, რომ დასავლეთი სანქციებს ამზადებს და ორჯერ დაფიქრდება, სანამ ამის ფასის გადახდა მოუწევს. მესამე კი ეს არის სამხედრო მხარდაჭერა“, – განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, უცხოელი პარტნიორების მიერ უკრაინის არმიის შეიარაღება კონფლიქტის ესკალაციას არ გამოიწვევს.
„რუსეთს სურს, რომ უკრაინა დარჩეს სუსტი. ვინც უარს იტყვის ჩვენთან სამხედრო და თავდაცვით თანამშრომლობაზე, ამ პოზიციას გააძლიერებს. თუმცა, ძალიან აქტიურ გაცვლას ვაწარმოებთ სხვადასხვა პარტნიორებთან, რომლებიც მზარდი არიან მოგვყიდონ სამხედრო ტექნიკა და იარაღი, რათა უკეთ დავიცვათ თავი“, – აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.
მისი თქმით, უკრაინამ უკვე გააფორმა კონტრაქტები, სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან.