დმიტრო კულება - ვაფასებ ენტონი ბლინკენის ძალისხმევას უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მძიმე იარაღი არის ჩვენი დღის წესრიგის სათავეში და კიდევ უფრო მეტი გველოდება
დმიტრო კულება - ვაფასებ ენტონი ბლინკენის ძალისხმევას უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მძიმე იარაღი არის ჩვენი დღის წესრიგის სათავეში და კიდევ უფრო მეტი გველოდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება განიხილა.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ტვიტერში” დაწერა.

„ვესაუბრე სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს. ვაფასებ მის პირად ძალისხმევას აშშ-ისა და მსოფლიოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. მძიმე იარაღი არის ჩვენი დღის წესრიგის სათავეში და კიდევ უფრო მეტი გველოდება. უკრაინა და შეერთებული შტატები მხარდამხარ მუშაობენ, რათა უზრუნველყონ ჩვენი სურსათის ექსპორტი, რუსეთის დაუფიქრებელი ბლოკადის მიუხედავად“, – დაწერა კულებამ „ტვიტერზე”.