დმიტრო კულება - უკრაინისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკვე შეთანხმებულია, ნატო-ს სამიტის შედეგად, ჩვენი გზა ალიანსისკენ უფრო შემოკლდება
დმიტრო კულება - უკრაინისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკვე შეთანხმებულია, ნატო-ს სამიტის შედეგად, ჩვენი გზა ალიანსისკენ უფრო შემოკლდება

უკრაინის გზა ნატო-ში უფრო შემოკლდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელ „Threads“-ში წერს.

„უკრაინისთვის და ნატო-სთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკვე შეთანხმებულია. სამიტის შედეგად, ჩვენი გზა ალიანსისკენ უფრო შემოკლდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომლის შესახებაც, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, გვითხრეს, რომ ასე არ მოხდებოდა, მაგრამ უახლოეს პარტნიორებთან ერთად ჩვენ ეს შევძელით“, – წერს კულება.

ამავდროულად, კულება წერს, რომ რაც ამ სიტუაციას აკლია, არის გამოსავალი – სიცხადე, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს უკრაინის გაწევრიანებაზე მოწვევას.

„ნატო-სთვის ამ შესაძლებლობის დაკარგვა ნიშნავს პუტინისთვის საჩუქრის გაკეთებას იმ დროს, როდესაც ის ყველა ფრონტზე უნდა იყოს შეკუმშული. მუშაობა გრძელდება და გაგრძელდება შეუფერხებლად, მათ შორის შაბათ-კვირას და ვილნიუსში ნატო-ს სამიტის დეკლარაციის მიღების ბოლო წუთამდე“, – წერს დმიტრო კულება.