დმიტრო კულება თურქეთის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს ლონდონში შეხვდა
დმიტრო კულება თურქეთის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს ლონდონში შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თურქეთის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან შეხვედრა ლონდონში, უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში გამართა.

ინფორმაციას ამის შესახებ კულება „ტვიტერის“ გვერდზე აქვეყნებს.

„ჩვენ განვიხილეთ სფეროების ფართო სპექტრი, სადაც უკრაინასა და თურქეთს შეუძლიათ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება. კიდევ ერთხელ დავადასტურე უკრაინის ინტერესი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შენარჩუნებითა და გაფართოებით, ასევე გლობალური მხარდაჭერის მობილიზება მშვიდობის ფორმულისთვის“, – წერს კულება.

მანამდე კი, უკრაინისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი 8 ივნისს შედგა, სადაც მათ სხვა საკითხებთან ერთად კახოვკის კაშხლის აფეთქება განიხილეს.