დმიტრო კულება - საერთაშორისო საზოგადოება არ მიიღებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების არალეგალურ ოკუპაციას, გაგრძელდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა
საერთაშორისო საზოგადოება არ მიიღებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების არალეგალურ ოკუპაციას და ამ ტერიტორიებზე მიმაგრებულ მარიონეტულ რეჟიმებს, გაგრძელდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
როგორც კულებამ აღნიშნა, ერთობლივი მუშაობა დიპლომატიური ძალისხმევა, აღდგენს ტერიტორიულ მთლიანობას.
„მესმის, რომ მაყურებლებს, მსმენელებსა და მკითხველებს ყოველთვის სურთ ძლიერი, გადამწყვეტი ქმედებები, რაც ყველაფერს შეცვლის და რა თქმა უნდა, ისინი აღფრთოვანებულები არ არიან, როდესაც იღებენ დოკუმენტებს ეუთო იქნება ეს თუ სადმე სხვაგან. სიმართლე ის არის, რომ როდესაც ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს, ამ საოკუპაციო ძალას სურს, ყველამ მიიღოს ეს ახალი რეალობა, როგორც მოცემულობა და ყველას აჯერებს, რომ ამ ოკუპაციის შემობრუნება შეუძლებელია და ისინი ყოველთვის იქ იქნებიან. ამ კონტექსტში, მსგავსი პოლიტიკის მოწინააღმდეგეების მთავარი ამოცანაა, რომ ოკუპაციისა და აგრესიის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგის მაღალ დონეზე იდგეს და უზრუნველყონ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება იმგვარად, რომ ეს საკითხები არ იყოს დავიწყებული, არ იყოს მიღებული, როგორც ახალი რეალობა. ამიტომ შვედეთში მიღებული დოკუმენტი მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის მტკიცებულება და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი დრო დასჭირდება, მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ხანს იტყვის რუსეთი, რომ არაფერი შეიცვლება. საერთაშორისო საზოგადოება არ მიიღებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების არალეგალურ ოკუპაციას და ამ ტერიტორიებზე მიმაგრებულ მარიონეტულ რეჟიმებს და გაგრძელდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და ერთობლივი მუშაობა დიპლომატიური ძალისხმევით აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.