უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერში“ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა უკრაინაში რუსეთის ომის გეოგრაფიული მიზნების შეცვლის შესახებ და მსოფლიოს მოუწოდა, გააძლიეროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და დააჩქაროს კიევისთვის იარაღის მიწოდება.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აღიარება ოცნებებში უკრაინის მეტი ტერიტორიის მიტაცებაზე ადასტურებს, რომ რუსეთი უარყოფს დიპლომატიას და ორიენტირებულია ომსა და ტერორზე. რუსებს სურთ სისხლი და არა მოლაპარაკებები. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, გააძლიერონ სანქციებით ზეწოლა რუსეთზე და დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება“, – წერს კულება „ტვიტერზე“.